Google ClassroomGoogle Classroom
GeoGebraGeoGebra Classroom

ბრძანებები

ბრძანებები

GeoGebra გრაფიკულ ხელსაწყოებთან ერთადგთავაზობთ ალგებრული გამოსახულებების და ბრძანებების შეტანის საშუალებას. თითოეული ხელსაწყოს ოპერაციას გააჩნია შესაბამისი ბრძანება. აქედან გამომდინარე, მათი გამოყენება შესაძლებელია მაუსის გარეშეც. შენიშვნა: GeoGebra-ს გააჩნია უფრო მეტი ბრძანება, ვიდრე გრაფიკული ხელსაწყო. აქედან გამომდინარე, არსებობს ისეთი ბრძანებები, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი გრაფიკული ნსტრუმენტი! ბრძანებების შეტანა შესაძლებელია შეტანის ველში. ბრძანებას მოყვება ფრჩხილები, რომელთა შორისაც უნდა ჩაიწეროს ამ ბრძანებისთვის საჭირო პარამეტრები. მაგალითად: ბრძანება გამოიყენება იმ მრავალკუთხედის ასაგებად, რომლის წვეროებია უკვე აგებული A, B, და C წერტილები. მინიშნება: თუ გსურთ რომელიმე ბრძანების შესახებ დამატებითი და სრული იფორმაციის მიღება, ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ბრძანებების სრული სია და ასევე კომპიუტერული ალგებრის სისტემის (CAS) ბრძანებები. შენიშვნა: ბევრი ბრძანების შეტანა შესაძლებელია ქართულად, თუმცა ყველა მათგანი არ არის ნათარგმნი. ქართულად შეტანისას, ბრძანებებს გააჩნია ინტუიციურად ადვილად მისახვედრი დასახელებები.

ბრძანებების ავტომატური შევსება

შეტანის ზოლში ბრძანების პირველი სამი ასოს აკრეფის შემდეგ, GeoGebra ცდილობს დაასრულოს ბრძანების დასახელება და იმავდროულად გიჩვენებთ საჭირო პარამეტრებს ფრჩხილებში.
  • თუ GeoGebra-მ შემოგთავაზათ სასურველი ბრძანება, დააჭირეთ Enter ღილაკს, რის შემდეგაც რომ კურსორი განთავსდება ფრჩხილებში..
  • თუ შემოთავაზებული ბრძანება არ არის ის, რომლის აკრეფაც გსურთ, უბრალოდ გააგრძელეთ აკრეფა სანამ შემოთავაზებული ბრძანება არ დაემთხვევა სასურველს.
შენიშვნა: სასურველი ბრძანების არჩევის შემდეგ, მისი პირველი პარამეტრი ავტომატურად იქნება მონიშნული და იგი მარტივად შეიძლება შეიცვალოს საჭირო მნიშვნელობით. შემდეგი პარამეტრის მოსანიშნად და მისი მნიშვნელობის შესატანად, აკრიფეთ მძიმე ან დააჭირეთ TAB ღილაკს.

სავარჯიშოები

გრაფიკულ არეში შექმენით სამი წერტილი A, B და C. ამის შემდეგ: შეისწავლეთ ბრძანებები Line (წრფე)
  1. შეტანის ველში შეიტანეთ ბრძანება  (ან ქართულად: ) და დააჭირეთ Enter ღილაკს, რის შემდეგაც A და B წერტილებზე გაივლება წრფე f.
  2. გაარკვიეთ თუ როგორ შეიძლება ახალი წრფის გავლება, რომელიც f წრფის პარალელურია და გადის C წერტილზე.
შეისწავლეთ ბრძანებები Circle (წრეწირი)
  1. ააგეთ წრეწირი, რომლის ცენტრია A, ხოლო რადიუსი 2-ის ტოლია.
  2. ააგეთ წრეწირი, რომლის ცენტრია B და რომელიც გადის C წერტილზე.
  3. ააგეთ წრეწირი, რომელიც გადის A, B, და C წერტილებზე.

სცადეთ დამოუკიდებლად ...