აქტუალური სესია 3
აქტივობა - 1. სასწავლო პროცესის თემატური მატრიცით დაგეგმვის და წარმართვის თეორიული საფუძვლები
ჩამოთვალეთ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მასწავლებლის და მოსწავლის როლები
დავალება 2: საკითხავი მასალა საგნობრივი მატრიცები
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ცნებებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმის დანერგვის ინსტრუმენტი, ახალი სკოლის მოდელის მიხედვით, არის საგნობრივი მატრიცა, რომელშიც ერთმანეთთანაა დაკავშირებულია ცნებებზე დაფუძნებული კურიკულუმისა და სწავლების კომპონენტები.
მატრიცაში გათვალისწინებულია აგრეთვე ესგ-ის სტრუქტურა და შინაარსი, მისი მიმართულებები და პრიორიტეტები.
მატრიცის შეთავაზების მიზანია ხელი შეუწყოს ყველა მოსწავლეზე მისი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად ზრუნვის პრობლემის მოგვარება.
მატრიცა მასწავლებელს და, მისი საშუალებით, მოსწავლესაც წარმოუჩენს მკაფიო სამიზნე ორიენტირს თემის დამუშავების ფარგლებში - შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებას - და მიზანმიმართულს ხდის სასწავლო პროცესს საშუალო ვადიან პერსპექტივაში;
აზღვევს ცალკეულ გაკვეთილებსა და მათ ერთობლიობას იმისგან, რომ არ დაემსგავსოს ქაოსური, უგზო-უკვლო აქტივობების ნაძალადევად შეკოწიწებულ სიმრავლეს.
მატრიცა ეტაპებისა და ეტაპობრივი/საკვანძო შეკითხვების, საშუალედო ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის საშუალებით ხელს უწყობს კონსტრუქტივისტული, თანმიმდევრული, მოსწავლეებისთვის აზრიანი და განმავითარებელი სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას, რომლის აქტივობები განაპირობებს საფეხურეობრივი მიზნების მიღწევას (მაგალითად, სამიზნე ცნებებისა და მკვიდრი წარმოდგენების ფორმირებას).
მატრიცა პირველივე გვერდზე მასწავლებლის შორეულ და საშუალედო მიზნებს ერთიან თვალსაწიერში მოაქცევს, აქტივობებსა და შეფასებას, საკითხსა და კონტექსტს, რათა თავიდან იქნას აცილებული შეუსაბამობა მათ შორის და თვალშისაცემი გახდეს თემატური ერთეულის მთლიანობაზე სპეციალური ზრუნვის აუცილებლობა
საკითხავი მასალა: კონსტრუქტივიზმი
საკითხავი მასალა
საკითხავიმასალა
საკითხავი მასალა
საკითხავი მასალა
აქტივობა 2: რემედიაცია
აქტივობა 2: რემედიაცია
რემედიაციული სწავლების ძირითადი პრინციპები
საკორექციო სწავლების დროს სასწავლო მასალა მიწოდებულია ტრადიციული საკლასო სწავლებისაგან განსხვავებული მეთოდების საშუალებით;
ყურადღება გამახვილებულია მეტაკოგნიციაზე;
მოიცავს მოსწავლის ინდივიდუალური წვრთნის ელემენტებს.
ადაპტირებული კომპლექსური დავალება
როგორ შეიძლება ადაპტირება ? შეარჩიეთ კომპლექსური დავალება და მოახდინეთ მისი ადაპტირება
საკითხავი მასალა: 1
საკითხავი მასალა 2:
საკითხავი მასალა N1 და N2 -ის მიხედვით აღწერეთ მასწავლებლის მიერ დასაგეგმი აქტივობები კომპლექსური დავალების განხორციელების თითოეულ ეტაპზე( შეგიძლიათ განიხილოთ კონკრეტული კომპლექსური დავალები შემთხვევაც)