ეილერის წრფე

მოცემული სამკუთხედისათვის ავაგოთ სამი “გამორჩეული წერტილი”: შემოხაზული წრეწირის ცენტრი, ორთოცენტრი (სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი) და ცენტროიდი (მედიანების გადაკვეთის წერტილი).     GeoGebra - ს გამოყენებით ავაგოთ ზემოაღნიშნული სამი წერტილი და დავაკვირდეთ მათ ურთიერთგანლაგებას, როდესაც ვცვლით სამკუთხედის წვეროებს.     ცნობილია, რომ ეს სამი წერტილი მდებარეობს ერთ წრფეზე. ამ კანონზომიერების აღმოჩენის ავტორია ლეონარდ ეილერი.