Google ClassroomGoogle Classroom
GeoGebraGeoGebra Classroom

პერსპექტივები და ხედები

რა არის პერსპექტივა

იმის მიხედვით თუ მათემატიკის რომელ საკითხთან დაკავშირებით გსურთ GeoGebra Classic-ის გამოყენება, შეგიძლიათ შეარჩიოთ რომელიმე ნაგულისხმევი პერსპექტივა . თითოეული პერსპექტივა წარმოგვიდგენს იმ ხედებს და სხვა ინტერფეისის კომპონენტებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათემატიკის მოცემულ საკითხს. GeoGebra Classic წარმოგვიდგენს შემდეგ პერსპექტივებს სხვადასხვა მათემატიკური ობიექტებისთვის:
Toolbar Image გრაფიკაToolbar Image გეომეტრიაToolbar Image ელ. ცხრილი
Toolbar Image კომპიუტერული ალგებრის სისტემა - CAS Toolbar Image 3D გრაფიკაToolbar Image ალბათობა
თითოეული პერსპექტივა გთავაზობთ ინსტრუმენტთა პანელს, რომელიც შეიცავს ინსტრუმენტების და ბრძანებების სპექტრს, ასევე წინასწარ განსაზღვრულ ფუნქციებს და ოპერატორებს, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ დინამიური კონსტრუქციები მათემატიკური ობიექტების სხვადასხვა წარმოდგენებით.

როგორ გადავერთოთ სხვადასხვა პერსპექტივებს შორის

ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სხვა პერსპექტივაზე გადასვლა, GeoGebra Classic აპის მარჯვენა ზედა კუთხეში მენიუს ღილაკის არჩევით და პერსპექტივების მენიუდან სასურველი პერსპექტივის შერჩევით.

როგორ გამოვაჩინოთ სხვადასხვა ხედი

თუ გსურთ გვერდიგვერდ რამდენიმე სხვადასხვა ხედის გამოჩენა აირჩიეთ მენიუს ღილაკი GeoGebra Classic აპის მარჯვენა ზედა კუთხეში, ხოლო შემდეგ აირჩიეთ სასურველი ხედი მენიუდან ჩვენება.

ინსტრუქციები

1. Toolbar Imageაირჩიეთ მენიუს ღილაკი GeoGebra Classic ზედა მარჯვენა კუთხეში.
2. გახსენით მენიუ პერსპექტივები.
3.Toolbar Imageპერსპექტივების მენიუდან აირჩიეთ გრაფიკა (Graphing).
4.Toolbar Imageკვლავ აირჩიეთ მენიუს ღილაკი.
5.Toolbar Imageაირჩიეთ მენიუ ჩვენება.
6.მონიშნეთ ყველა ის ხედი, რომელთა გამოჩენაც გსურთ ერთმანეთის გვერდი-გვერდ.
7.შეამოწმეთ ზოგიერთი ინსტრუმენტი ხელსაწყოების სხვადასხვა პანელიდან.
შენიშვნა: If ამა თუ იმ ხელსაწყოს არჩევის შემდეგ გამოჩნდება მოკლე მითითება იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოიყენოთ არჩეული ხელსაწყო.

სცადეთ დამოუკიდებლად ...

გრაფიკული ხედის მორგება

თქვენ შეგიძლიათ გრაფიკული ხედის მორგება საკოორდინატო ღერძების და სხვადასხვა სახის ბადის გამოჩენით ან დამალვით.
1. გამოიყენეთ სტილის შერჩევის პანელის ღილაკი გრაფიკული ხედის ზედა მარჯვენა კუთხეში, სტილის პანელის გამოსაჩენად.
2.სტილის პანელზე  მოთავსებული საკოორდინატო ღერძების ღილაკის საშუალებით შესაძლებელია საკოორდინატო ღერძების გამოჩენა / დამალვა.
3.ბადის ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ გრაფიკულ ხედზე იმ სახის ბადის გამოჩენა, რომელიც გჭირდებათ.
4. სტილის პანელის ღილაკზე ხელმეორედ დაჭერით შეგიძლიათ სტილის პანელის დამალვა.

გრაფიკული ხედის გადაადგილება და მასშტაბირება

ზოგჯერ საჭიროა გრაფიკული ხედის გადაადგილება ან მასშტაბირება შექმნილი ობიექტების უკეთ გამოსაჩენად.
1.Toolbar Image შეარჩიეთ გრაფიკული ხედის გადაადგილების ხელსაწყო, დააჭირეთ და გადააადგილეთ გრაფიკული ხედის ზედაპირი.
2.Toolbar Imageმასშტაბის გაზრდის ხელსაწყოს გამოყენებით შეგიძლიათ შექმნილი კონსტრუქციის გადიდება მისი დეტალების უკეთესად დათვალიერების მიზნით.
3.Toolbar Imageმასშტაბის შემცირების ხელსაწყოს გამოყენებით შეგიძლიათ შექმნილი კონსტრუქციის მთლიანობაში დათვალიერება.
4. პარამეტრების მორგებისას ჩატარებული ყველა ცვლილების გასაუქმებლად დააჭირეთ  სტილის პანელის ღილაკს და აირჩიეთ ნაგულისხმევ პარამეტრებზე დაბრუნების ღილაკი.