Google ClassroomGoogle Classroom
GeoGebraGeoGebra Classroom

აპლიკაციის მიმოხილვა

ქვემოთ ნახავთ გეოგებრა კლასიკის  გრაფიკულ ხედს (Graphics View) და  ალგებრულ ხედს (Algebra View). ეს ორი ხედი შეადგენს გეოგებრას წინასწარ განსაზღვრული პერსპექტივის -  გრაფიკული პერსპექტივის (Graphing Perspective) ძირითად შემადგენელ ნაწილებს. დაათვალიერეთ მომხმარებლის ინტერფეისს და გაეცანით მის უმთავრეს მახასიათებლებს.
ხელსაწყოების ზოლი 
სტილის ზოლი
მენიუ Toolbar Image
გაუქმება / დაბრუნება (Undo / Redo)Toolbar ImageToolbar Image
შენიშვნა: გახსენით  პერსპექტივების მენიუ მენიუს ღილაკის საშუალებით და შეარჩიეთ სასურველი პერსპექტივა(მაგ. გეომეტრია,  ელექტრონული ცხრილი CAS - კომპიუტერული ალგებრის სისტემა,  3D გრაფიკა,  ალბათობა).

გრაფიკული პერსპექტივა (Graphing Perspective)

როგორ მუშაობს GeoGebra კლასიკი?

GeoGebra-ში, გეომეტრია და ალგებრა ერთმანეთთაა ინტეგრირებული: გეომეტრიული ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც წარმოდგენილია ხელსაწყოების ზოლში (Toolbar) შეგიძლიათ შეასრულოთ გეომეტრიული აგებები  გრაფიკულ რეჟიმში. იმავდროულად, შესაბამისი კოორდინატები და განტოლებები გამოჩნდება ალგებრის ფანჯარაში ასევე შესაძლებელია კლავიატურის საშუალებით ალგებრული გამოსახულებების შეტანა ალგებრის ფაჯარაში, ხოლო ბრძანებების და ფუნქციების შეტანა შეტანის ველში.  ამის შემდეგ, შეტანილი გამოსახულებების შესაბამისი გეომეტრიული ობიექტები გამოჩნდება  გრაფიკულ არეზე.

მოქნილი სამომხმარებლო ინტერფეისი

GeoGebra-ს სამომხმარებლო ინტერფეისი მოქნილია და საჭიროებბზე ადაპტირებადია. მაგალითები სწავლების დაწყებით საფეხურზე GeoGebra-ს გამოყენებისას უფრო მისაღებია ცარიელ გრაფიკულ არესთან მუშაობა გეომეტრიული ხელსაწყოების გამოყენებით. მოგვიანებით საჭირო გახდება საკოორდინატო სისტემის შემოღება. კოორდინატებთან მუშაობას აადვილებს ბადე, რომლის გამოჩენა შესაძლებელია სტილის ზოლის გამოყენებით. ასევე არსებობს ბადესთან ერთად საკოორდინატო ღერძების გამოჩენის საშუალება. სწავლების საშუალო საფეხურზე შესაძლებელია ალგებრისა და კალკულუსის საწყისების თემებზე მუშაობა ალგებრის ფანჯრისა და კომპიუტერული ალგებრის სისტემის (CAS) გამოყენებით. GeoGebra Classic- ის მომხმარებლის ინტერფეისი ასევე გთავაზობთ მრავალ დიალოგურ ფანჯარას. წვდომის სხვადასხვა ფუნქცია და კლავიატურის მალსახმობები საშუალებას გაძლევთ უფრო მოხერხებულად გამოიყენოთ GeoGebra- ს მრავალი ფუნქციონალი.

აპლიკაციის სხვადასხვა კომპონენტის ჩვენება

GeoGebra გვთავაზობს შემდეგ კომპონენტებს (ხედებს):
გრაფიკა3D გრაფიკა
ალგებრის ფანჯარაკომპიუტერული ალგებრის სისტემა (CAS)
ელექტრონული ცხრილიალბათობის კალკულატორი
ამ კომპონენტების ხედების გამოჩენა ან დამალვა შესაძლებელია მენიუთი ჩვენება. წინასწარ განსაზღვრული ინტერფეისის სხვადასხვა კონფიგურაციაში სწრაფი წვდომისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მენიუ პერსპექტივები.

ვირტულაური კლავიატურა

GeoGebra გთავაზობთ ვირტუალურ კლავიატურას, რომლის გამოყენებით შეგიძლიათ ალგებრული გამოსახულებების, სიმბოლოების და ბრძანებების შეყვანა ალგებრის ხედში. ვირტუალური კლავიატურის გამოსაჩენად უბრალოდ დააწკაპუნეთ კლავიატურის ნიშანზე ალგებრის ხედის ქვედა მარცხენა კუთხეში.