მოგების მაქსიმიზაცია

კალკულატორების საწარმო

კალკულატორების მცირე საწარმო უშვებს ორი სახის კალკულატორს: ჩვეულებრივს და გრაფიკულს. გამოცდილებიდან იციან რომ ყოველდღე იყიდება სულ მცირე 10 ჩვეულებრივი და 8 გრაფიკული კალკულატორი. ტექნიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, საწარმოოს არ შეუძლია დღეში 20-ზე მეტი ჩვეულებრივი და 17-ზე მეტი გრაფიკული კალკულატორის გამოშვება. ამასთან ცნობილია, რომ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციის შესანარჩუნებლად მათ უნდა გამოუშვან დღეში არანაკლებ 30 კალკულატორისა. ჩვეულებრივი კალკულატორის გამოშვება და გაყიდვა წამგებიანია: წაგება 2 ლარის ტოლია, ხოლო გრაფიკული კალკულატორის გამოშვება და გაყიდვა იძლევა 5 ლარიან მოგებას. ამ პირობების გათვალისწინებით თითოეული სახეობის რამდენი კალკულატორი უნდა გამოუშვას ამ საწარმომ რომ მიიღოს მაქსიმალური მოგება? რისი ტოლია ეს მაქსიმალური მოგება?

მათემატიკური მოდელი